Array
დაგვირეკეთ

(+995) 555 34 34 66

სამუშაო საათები

ორშ - პარ: 9:00 - 19:00

მოგწვერეთ

info@georgiantrans.ge

ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული გადაზისვის 7 პირობა

EXW – EX WORKS (მიწოდების ადგილის დასახელება)

ეს ტერმინი  აკისრებს  მაქსიმალურ  პასუხისმგებლობას  მყიდველს  და  მინიმალურს  გამყიდველს.  Ex Worksეს ტერმინი  ხშირად  გამოიყენება  საქონლის  საწყისი  ღირებულების  დადგენისას- კოტირებისას,  რომელიც  არ  შეიცავს  დამატებით  ხარჯებს. EXW ნიშნავს,  რომ გამყიდველი  მზადაა შეაგროვოს  საქონელი  თავის  ტერიტორიაზე  რაღაც  შეთანხმებული  ვადით.  მყიდველი  ანაზღაურებს  ყველა  სატრანსპორტო  ხარჯს  და ასევე  იღებს  თავის  თავზე  რისკს  საქონლის  საბოლოო  პუნქტამდე  ტრანსპორტირებისათვის.  გამყიდველი  არ  ტვირთავს  საქონელს  და  არც  უშვებს  ექსპორტზე. თუ  გამყიდველი  ტვირთავს,  ეს  აისახება  ღირებულებაში  და  რისკი  ედება  მყიდველს.  თუ  მხარეებს  სურთ, რომ  გამყიდველი  იღებდეს  საქონლის  დატვირთვის პასუხისმგებლობას,  ასევე  იღებდეს  ასეთი  დატვირთვის  ყველა  რისკს  და  დანახარჯებს,  ეს  ნათლად  და  მკაფიოდ  უნდა  იყოს  განსაზღვრული  ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში.

FCA -FREE CARRIER (გადაზისვის ადგილის დასახელება)

გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულა დითვლება, თუ იგიგადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანთან მითითებულ მისამართზე.


CPT -CARRIAGE PAID TO გადაზიდვა ანაზღაურებულია...მდე (დანიშნულების ადგილის დასახელება)

გამყიდველი იხდის  გადაზიდვისთვის. რისკი  გადადის მყიდველზე,  როგორც  კი  საქონელი  ჩაბარდება  პირველ  გადამზიდველს.

CIP- CARRIAGE AND INSURANCE PAID TO გადაზიდვა და დაზღვევა ანაზღაურდება...მდე

( დანიშნულების  ადგილის  დასახელება)  საკონტეინერო  გადაზიდვებიი CIF-ის მულტიმოდალური  ეკვივალენტი.  გამყიდველი  იხდის  გადაზიდვისა  და  დაზღვევის  საფასურს  დანიშნულების  ადგილამდე,  მაგრამ  რისკი  გადადის,  როდესაც საქონელი  გადაეცემა  პირველ  გადამზიდველს.

DAT-DELIVERED AT TERMINAL გადაზიდვა ტერმინალზე

(პორტის ტერმინალის  ან  დანიშნულების  ადგილის  დასახელება)  გამყიდველი  იხდის  ტერმინალამდე გადაზიდვისთვის,   გარდა  იმ  ხარჯებისა, რომლებიც  მიეკუთვნება  იმპორტის  ანგარიშწორებას  და  კისრულობს  ყველანაირ  რისკს  ტვირთის  ტერმინალში დაცლამდე.

DAP- DELIVERED AT PLACE მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება)

გამყიდველი  იხდის  გადაზიდვის  გადასახადს  მითითებულ  ადგილამდე,  გარდა საფასურს  დაკავშირებულს  იმპორტის  ანგარიშსწორებისა,  პასუხისმგებლობაში  იღებს  ყველა  რისკს  მანამდე სანამ  ტვირთს  არ გადმოტვირთავს  მყიდველი.