Array
დაგვირეკეთ

(+995) 555 34 34 66

სამუშაო საათები

ორშ - პარ: 9:00 - 19:00

მოგწვერეთ

info@georgiantrans.ge

ჩვენ შესახებ

  შპს ,,ჯეორჯიანტრანსი“ არის დინამიურად მზარდი გადამზიდავი კომპანია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს 2010 წლიდან. გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ტვირთების გადაზიდვის პროცესი გათვლილია მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. ჩვენი მიზანია უმოკლეს ვადებში და თქვენთვის მისაღები პირობებით მოგაწოდოთ ტვირთი სასურველ ადგილას.

  გთავაზობთ ტვირთების გადაზიდვის ოპტიმალურ გზას, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე.ჩვენ შეგვიძლია ორგანიზება გავუკეთოთ ყველა სახის სატრანსპორტო გადაზიდვას, არაქვს მნიშვნელობა ტვირთის ზომასა და მოცულობას. 

  ჩვენი კომპანიის საკუთრებაშია 30 ერთეული სხვადასხვა კუბადურის (86-105-120მ3) სატვირთო ავტომანქანა, რომლებსაც მართავენ კვალიფიციური მძღოლები, გადაზიდვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. 
მსხვილ საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებთან ხანგრძლივი თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ საუკეთესო მომსახურება და ფასები. 

  შპს ,,ჯეორჯიანტრანსს“ კონკურენტული გარემოს მიუხედავად ღირსეული ადგილი უჭირავს საქართველოში მოქმედ წამყვან სატრანსპორტო კომპანიებს შორის. წლების მანძილზე შექმნილი რეპუტაცია და მომსახურების ხარისხი განაპირობებს ჩვენს მიმართ პარტნიორთა მაღალ ნდობას. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებელი, განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათ სურვილებს!
  კომპანია ,,ჯეორჯიანტრანსს“ ირჩრევენ, რადგან ყველასათვის ცხადია: რაც უფრო გამოცდილია კომპანია, მით უფრო ზუსტია ლოჯისტიკური ჯაჭვი, უფრო სანდოა პარტნიორი და წარმატებულია გადაზიდვა.
 
   ,,ჯეორჯიანტრანსი“ - თქვენი საიმედო თანამგზავრი შორეულ გზებზე!

ჩვენი გუნდი

Georgian Trans - გაქვთ შეკითხვა?